სამოდელო გაკვეთილის გეგმა-2015 წელი 20
იანვარი
გაკვეთილის თემა
|
მშვიდობა და განიარაღება
|
სადისკუსიო თემა
|
შეიძლება თუ არა დღეს მსოფლიოში განიარაღება
|
სწავლების საფეხური კლასი
|
საშუალო - XI
კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13 მოსწავლე
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
-----
|
გაკვეთილის მეთოდი
ესგ-თან კავშირი
|
დისკუსია,თვალსაჩინოების მეთოდი,ასოციაციური
რუკა-’’იარაღი’’,გონებრივი იერიშის მეთოდი,სოკრატისეული მეთოდი
.. გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია
გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება
·
გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ
პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებზე და ადგენს
შესაბამის სქემას;
.
გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი
და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
....
|
გაკვეთილის მიზანი
|
გაიხსენონ: ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები,იარაღის
ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები
გაანალიზონ : შედეგები
ნებისმიერი იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
გაარკვიონ: შეიძლება თუ
არა დღეს მსოფლიოს განიარაღება
შეძლონ:თვალსაჩინოების
გამოყენება
განავითარონ: კრიტიკული
აზროვნება,თანამშრომლობის უნარი,აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების და
შეჯამების უნარი
|
რესურსები:
|
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,პროექტორი, ნოუთბუქი, ვიდეოფილმი:”
ატომური ბომბი იაპონიაში”, პლაკატები:
,,ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები,, ,,იარაღის
იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნები”, შეფასების სქემა, ცარცი,დაფა, მარკერი,
ფურცლები. ვიდეო კამერა
|
აქტივობები
|
. ერთი კვირით
ადრე სადისკუსიო თემის მიცემა მოსამზადებლად.
.შესვენებაზე საკლასო სივრცის განსაზღვრა
.ზარის დარეკვისთანავე მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება
.დისკუსიის თემის,მიზნის, დროის განსაზღვრა დაფაზე დაფიქსირებით2-3
წთ.
.ასოციაციური რუკა ’’ იარაღი“-ს გამოყენება- 2 წთ.
.ფრონტალური კითხვები
2წთ-1.რომელი ქვეყნები ფლობენ ბირთვულ იარაღს?
2.რომელია იარაღის ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები?
3.რომელი ქვეყნები ხარჯავს ყველაზე მეტ თანხებს შეიარაღებაზე?
4.რომელი ქვეყნები აღიარა სიდნეის უნივერსიტეტის მშვიდობისა და
კონფლიქტების კვლევითმა ცენტრმა მშვიდობისმოყვარე ქვეყნებად .
. კლასი იყოფა ორ ჯგუფად : განიარარების მომხრე და მოწინააღმდეგე ქვეყნებად 1წთ.
.დისკუსია -30-35წთ
|
შეფასება
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკის გამოყენება: როგორ იყვნენ
ჩართულები1-2წთ
|
რეფლექსია:
|
შევაჯამეთ დისკუსიის შედეგები გავაანალიზეთ, რა იყო საინტერესო ამ გაკვეთილში,რა დაგვამახსოვრდა.(3-4წუთი)
|
თვითშეფასება
|
საინტერესოდ წარიმართაა დისკუსია,აკადემიურად უფრო მომზადებულები
აღმოჩნდა- მოწინააღმდეგე ჯგუფი. ორივე
ჯგუფმა გამოავლინა პასუხისმგებლობისა და საკითხის მიმართ დაინტერესების
უნარი,მსჯელობის უნარი, ურთიერთმოსმენის უნარი
.
- კარგი
იყო:-- საინტერესო მასალები მოიძიეს მოსწავლეებმა ინტერნეტისა და წიგნების
საშუალებით,რამაც საინტერესო და არგუმენტირებული გახადა დისკუსია,ცდილობდნენ
დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირებას,
-კარგი იქნებოდა უფრო მეტი
თავისუფლების შეგრძნება ქონოდათ მოსწავლეებს კამერის წინ , ეტყობოდათ
დაძაბულობა. მე ყველა ფრონტალური კითხვის დასმა ვერ მოვახერხე ,დროც შეზღუდულად
მეჩვენა.საბოლოოდ მიზანი ვთვლი, რომ მიღწეულია
|